ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!
პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების დოკუმენტების წარმოდგენის ვადები:
2021 წლის 09 ივნისიდან 14 ივნისის 18 საათამდე.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნება: 2021 წლის 15 ივნისი
აპელაციის ვადები: 2021 წლის 16 ივნისი
სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია იგზავნება ელ. ფოსტაზე: tsu.psychology@tsu.ge
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი - ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა (დასკანირებული ან ფოტოსურათი);
- საბანკო ანგარიშის ამონაწერი (საქართველოს ბანკიდან) - ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი) (დასკანირებული ან ფოტოსურათი);
- 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის (2020 წლის 7 აგვისტოდან 2021 წლის 7 მარტის ჩათვლით) პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმეტაციაში გარკვევით ჩანდეს კონფერენციის ჩატარებისა/პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღი (დასკანირებული ან ფოტოსურათი, „სქრინები“ არ მიიღება).
პუბლიკაციებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მასალებში მიღებული ქულებით შევსებულ განაცხადის ფორმას და 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო ბარათიდან ამონაწერს მიიღებთ დასტურის წერილთან ერთად ელ.ფოსტით.
დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუ-ს ელ. ფოსტიდან დაელოდეთ დასტურის წერილს.